იაპონია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით, 100 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, – აღნიშნულის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, ინფორმაციას კი უკრაინული მედია ავრცელებს.
აღნიშნული თანხა მოხმარდება სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დროებითი საცხოვრებლების აშენებას.
უკრაინული მედიის ცნობითვე, იაპონია ასევე დაეხმარება უკრაინას მარცვლეულის შენახვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაში.