LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთი მილიარდი სტერლინგით დახმარებას გაუწევს

60
boris

დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 1 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა NATO-ს სამიტის პირველი დღის ბოლოს განაცხადა.

„ბრიტანული იარაღი, აღჭურვილობა და სამხედრო მომზადება გარდაქმნის უკრაინის თავდაცვას ამ შეჭრის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას, რათა უზრუნველვყოთ, რომ პუტინი უკრაინაში მარცხს განიცდის“, – განაცხადა ჯონსონმა.

საერთო ჯამში, ომის დაწყების შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას 3.8 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარება გაუწია.