LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზაფხულის წვიმაში” – ნინი ბადურაშვილისა და ანრი ჯოხაძის კლიპი და ცნობილები პრემიერაზე

5256
ანრინინი

“ზაფხულის წვიმაში” – ასე ჰქვია ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერას, რომელზეც ნინი ბადურაშვილმა და ანრი ჯოხაძემ კლიპი გადაიღეს. დუეტით გაცოცხლებულ სიმღერაზე გადაღებული კლიპის პრემიერა კინოთეატრ “ამირანში” შედგა და მასზე მიწვეული იყვნენ შოუბიზნესის ცნობილი სახეები.

კლიპის წარდგენას სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, მერაბ სეფაშვილიც ესწრებოდა, რომლის შესრულებითაც იცნობს მსმენელი ამ სიმღერას. ანრიმ და ნინიმ სეფაშვილი კლიპშიც გამოაჩინეს. კლიპის რეჟისორი თავად ანრი ჯოხაძეა.

პრეზენტაციაზე იყვნენ ასევე ნინის დედა ეკა კახიანი და შვილი ელენე, სიმღერის კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი, ტექსტის ავტორი ლალი სხირტლაძე, “პრაიმ შოუს” თანაწამყვანები, ირაკლი მაქაცარიას რჩეული ლიზა ჩიჩუა, დალი ჩიტალაძე, მაკა ზამბახიძე, მაია ჯაბუა და შოუ ბიზნესის სხვა ახალი თუ ძველი თაობის წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები