LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: გაქვთ არაჩვეულებრივი, ლამაზი ბუნება… განახლებადი ენერგიის წყაროები ხელს უწყობს ბუნების დაცვას

87
BeFunky-collage (6)

თბილისში, 29 ივნისს, საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მხარდასაჭერად, ქვეყანაში უფრო სტაბილური, საიმედო და განახლებადი ენერგიის განვითარების მიზნით კონფერენცია იმართება.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

„ამ ხნის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს საქართველოში სუფთა, განახლებად და ხელმისაწვდომი ენერგიის ხელშესაწყობად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე იმისთვის, რომ ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით უფრო დამოუკიდებელი იყოს და არ იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე.

 

 

გარდა ამისა, სუფთა ენერგიის მოთხოვნების დაკმაყოფილება პასუხობს კლიმატის გამოწვევებს, რაც ასე მნიშვნელოვანია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.

გაქვთ ასეთი არაჩვეულებრივი, ლამაზი ბუნება, განახლებადი ენერგიის წყაროები ხელს უწყობს ბუნების დაცვას და  ასევე ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას.

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ არის პლატფორმა იმისათვის, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ როგორც ინვესტორებმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოებამ, მთავრობის წარმომადგენლებმა და ისაუბრონ იმაზე, თუ რა გზები არსებობს ამ სფეროს კიდევ უფრო ხელშესაწყობად და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ამ კონფერენციას დავესწრო“. – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები