LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას – იენს სტოლტენბერგი

74
სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ფინეთი და შვედეთი შეძლებენ წარმატებით შეუერთდნენ ალიანსს მას შემდეგ, რაც თურქეთმა ხელი მოაწერა აღნიშნულ სკანდინავიურ ქვეყნებთან ურთიერთგაგების სამმხრივ მემორანდუმს.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიემართება თურქეთის შეშფოთებას, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით “, – განაცხადა სტოლტენბერგმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი თურქეთის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას “ფანტასტიკური სიახლე” უწოდა.

„შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება ჩვენს ბრწყინვალე ალიანსს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის”, – დაწერა ჯონსონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები