ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უკრაინაში, წუხელ ღამით, ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვში, რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი.
ნიკოლაევის მერის, ალექსანდრ სენკევიჩის განცხადებით, რუსეთის ჭურვები კულტურის სასახლესა და ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
ექვსი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის არის ოთხი ბავშვი. ქალაქის ამ ნაწილში ახლა არ არის წყალმომარაგება და ელექტროენერგია.