LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული გამოცდებისთვის თბილისში ავტობუსის დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

60
BeFunky-collage (5)

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდებისთვის თბილისში ავტობუსის დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით აბიტურიენტებისა და დასაქმებული პერსონალის შეუფერხებლად, დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის მიზნით, 2022 წლის 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით გამოცდის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება საგამოცდო ცენტრების მიმართულებით.

N39-ე, 173-ე, 177-ე, 191-ე, 175-ე საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან.

ხოლო, 117-ე საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილებას შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. 103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი 10 აგვისტომდე იმოძრავებს“,- აცხადებს კახა კალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები