LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან მაშველებმა 170 პირი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

143
ing (3)

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტიდან, სადაც სტიქიამ მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნა, მაშველებმა 170 პირი უსაფრთხო ადგილას უკვე გადაიყვანეს.

„წყალი შევარდა, ფრინველი წაიღო, ერთი ბეწო გვინდა და სულ დავიღუპებით“ – რა ვითარებაა სოფელ მლეთაში და რას აცხადებენ დუშეთის მერიაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაყვანილ მოქალაქეებს შორის არიან ტურისტები და არასრულწლოვნები, სამაშველო ღონისძიება კი კვლავ გრძელდება:

“მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტიდან, უხვი ნალექის შედეგად, საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანის პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს.

რეგიონში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ, დღეს დილიდან კი, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ჩაერთო.

სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენის მიერ განხორციელებული ფრენების შედეგად, მეხანძრე მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 170 პირი, მათ შორის ტურისტები და არასრულწლოვნები უსაფრთხო ადგილას უკვე გადმოიყვანეს. სამაშველო ღონისძიება გრძელდება”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა ხდება გზებზე? – სრული ინფორმაცია

ლარსთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო: “დაზიანდა გზის 80 მ-მდე მონაკვეთი”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები