როდესაც ადამიანი მანქანის შეძენას გადაწყვეტს, მას ბაზარზე არჩევანის მრავალფეროვნება დახვდება. მრავალფეროვნებაა არა მხოლოდ მანქანის მწარმოებელსა და მოდელს შორის, არამედ ერთსა და იმავე მწარმოებელსა და მოდელს შორისაც. ზოგი ახალია, გამოუყენებელი და ცენტრში დგას, ზოგი ძველი და მეორადია, თითოეული მანქანის მდგომარეობა და ფასი განსხვავებულია. მომხმარებელს კი ამ ყველა დეტალის გათვალისწინება და არჩევანის გაკეთება უწევს. შეიძლება ხშირად არა, თუმცა რიგ შემთხვევებში, მომხმარებლები შეიძლება დილემის წინაშე აღმოჩნდნენ იმაზე ფიქრისას, შეიძინონ ახალი თუ მეორადი მანქანა. ცხადია, ახალი, ქარხნულ მდგომარეობაში არსებული, დაუზიანებელი და ლამაზი მანქანა უკეთესია, თუმცა მეორედ მანქანებს გააჩნია ისეთი უპირატესობები, რომლებსაც მომხმარებლები უფრო ხშირად ამჯობინებენ ხოლმე.
რა უპირატესობები აქვს მეორად მანქანას?
მეორადი ავტომობილის შეძენა შეიძლება გაცილებით დაბალ ფასად: მანქანის შეძენისას, მწარმოებლის, მოდელის თუ სხვა დეტალის შერჩევისას, მნიშვნელოვანი ფაქტორია მანქანის ფასი. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო გადამწყვეტი ფაქტორია მაშინ, როდესაც მომხმარებლები ახლის მაგივრად მეორედ ავტომობილზე აკეთებენ არჩევანს. ერთსა და იმავე მანქანის ახალ და მეორად ვერსიობს შორის, ფასის თვალსაზრისით, განსხვავება ძალიან დიდია. ამასთან ერთად, მეორადი მანქანის შერჩევისას, თავისუფალი ბაზარი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ ნახოს ერთი და იგივე მოდელის მანქანა განსხვავებულ ფასად და არჩევანი გააკეთოს სასურველზე.
მეორად ავტომობილზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
რთულია არაა უშუალო მფლობელისაგან მოიპოვო ინფორმაცია კონკრეტული მანქანის ტექნიკურ გამართულობასა თუ მომხმარებლისთვის საინტერესო სხვა დეტალებზე. ამგვარი ინფორმაციის მოპოვება განსაკუთრებით მარტივია ისეთ პატარა ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ან საქართველოს სხვა ქალაქები. ამასთან ერთად, სოციალურ ქსელებში არსებობს უამრავი ჯგუფი, რომელშიც გამოცდილი მძღოლებისგან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მანქანის თქვენთვის საინტერესო ყველა დეტალზე.
გამოცდილი პრაქტიკაა ასევე მეორადი ავტომობილის ჩამოყვანა უცხოეთიდან. ხშირად ამ გზით უფრო იაფი ჯდება მანქანის შეძენა. ამ დროს, გამოცდილი მძღოლებისგან გარკვეულ მოდელზე ინფორმაციის მოძიების გარდა, კარგი გადაწყვეტილებაა კონკრეტული მანქანის ისტორიის, ანუ VIN კოდის შემოწმება.
ვინ კოდი არის თითოეული მანქანის უნიკალური კოდი, რომელიც 17 სიმბოლოსგან შედგება და რომელიც კონკრეტულ მანქანაზე იძლევა ინფორმაციას მანქანის მწარმოებელზე, მოდელზე, იმ ქვეყანაზე, სადაც აეწყო ავტომობილი, ძრავის მოცულობასა და ტიპზე, გამოშვების წელზე და სხვა.
VIN კოდზე დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ გაეცნოთ მოგოს ბლოგს: რა არის VIN კოდი
მეორადი ავტომობილი და დაზღვევა
ავტომობილის დაზღვევა საჭირო და კომფორტის მომტანი გადაწყვეტილებაა თითოეული მძღოლისთვის იმ მიზეზით, რომ დაზღვევის წყალობით მანქანასთან დაკავშირებული უამრავი გაუთვალისწინებელი ხარჯის თავიდან არიდებაა შესაძლებელი. დაზღვევას კი თან ახლავს ყოველთვიური გადასახადი, რომლის რაოდენობაც ხშირად განმსაზღვრელია იმისა, გადაწყვეტს თუ არა მომხმარებელი დაზღვევით სარგებლობას. ახალი ავტომობილის დაზღვევა ბევრად უფრო ხარჯიანია, მეორადი მანქანის დაზღვევა კი შედარებით იაფი ჯდება.
იხილეთ ჩვენი ბლოგი: ტოპ 10 რჩევა ავტომობილის მოვლისათვის
მეორადი ავტომობილი და გარემოს დაბინძურება
რთულია ავტომობილზე და გარემოს დაცვაზე ერთდროულად საუბარი, როცა საქმე გამონაბოლქვს ეხება, თუმცა ყოველი ახალი მანქანის შეძენა ნიშნავს დამატებით ერთ ავტომობილს დედამიწაზე. გამართული მეორადი ავტომობილის მოხმარებით კი ჯამური რაოდენობა ავტომობილებისა და შესაბამისად, გამონაბოლქვის წილი არ იზრდება.
იხილეთ ჩვენი სტატია: ლიზინგის შეთავაზებები მოგოსგან. ასევე მოგოს პროდუქტები: ავტოლიზინგი, უკულიზინგი, სკუტერ ლიზინგი, სატვირთო მანქანების ლიზინგი.
R