LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა ცაგარელი: „ივლისის თვეში კატასტროფების რიცხვი მოიმატებს“

559
მიხეილ ცაგარელი

ცნობილი ასტროლოგი მიშა ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ ივლისის თვის პრობლემების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამიდან რვა ივლისის ჩათვლით დედამიწა რთული კოსმო-პლანეტარული ზეგავლენის ზონაში აღმოჩნდება. 27 ივლისის შემდგომ, ასტროლოგის განმარტებით, დაძაბულობა იკლებს, ხოლო 18 ივლისის შემდეგ პლანეტა ვენერა ტყუპის ზოდიაქოდან კირჩხიბის ნიშანში გადაინაცვლებს, რის გამოც გაადვილდება ძველი საქმეების მოგვარება.

„წლევანდელი ივლისი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია, თუმცა სირთულეც არ იქნება ცოტა. ამ პერიოდში სავარაუდოა მასშტაბური ხანძრები, ავიაკატასტროფები და საგანგებო სიტუაციები ზღვებზე, ოკეანეებსა და წყლის აკვატორიებში…“, დასძენს ასტროლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები