სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ უერთდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე გააკეთა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, მთავრობამ, რომლისთვისაც პრიორიტეტი იქნება 12 მოთხოვნის განხორციელება, უნდა მოამზადოს სამართლიანი საარჩევნო გარემო და შემდეგ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს
მორიგი აქცია პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება
„12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება წარმოადგენს მთავარ ამოცანას და არის ზეპარტიული მნიშვნელობის, რამდენადაც ზეპარტიული მნიშვნელობისაა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს უნიკალური შანსი, რომელიც მოგვეცა, უნდა იყოს წლის ბოლომდე გამოყენებული. ამიტომ ცოტა დრო გვაქვს და უნდა ვიმოქმედოთ ყოველ დღე. გამომდინარე აქედან, „ლელო საქართველოსთვის“ მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებულ მანიფესტს და მოთხოვნებს, რომელიც იქაა დასახელებული. კერძოდ: ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება და უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. ამისთვის ერთადერთი გზა არის სწორედ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ მთავრობამ, რომლისთვისაც პრიორიტეტი იქნება 12 მოთხოვნის განხორციელება, უნდა მოამზადოს სამართლიანი საარჩევნო გარემო და შემდეგ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
ორივე მოთხოვნა არასერიოზულია: იაგო ხვიჩია სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებზე
ცხადია, რომ ჩვენი მხრივ, როგორც პოლიტიკური პარტია, ყველაფერს ვიღონებთ, რომ გაჟღერებული მოთხოვნები შესრულდეს, რადგან ეროვნული თანხმობის მიღწევა და ამის საფუძველზე მთავრობის ჩამოყალიბება არის პირველი რიგის ამოცანა. ეს არის გადაუდებელი, განსახორციელებელი და შესაბამისად, ველოდებით, რომ „ქართული ოცნება“ გააცნობიერებს ამ უმნიშვნელოვანეს და უმწვავეს მომენტს და ყველა პოლიტიკური აქტორი შევძლებთ ასეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, როგორსაც ითხოვს საერთო სახალხო მოძრაობა”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პოლიტიკური პარტიები უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი დღის წესრიგი მივაშველოთ ამ პროცესს: ნინო ბურჯანაძე