LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეკო ბაღაშვილი: “გახდი თოვლის ბაბუა, ნუ იქნები გრინჩი”

“დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ამ აქციით; ყველას შეუძლია გახდეს თოვლის ბაბუა და ეს აქცია არის სწორედ მათთვის, ვისაც სხვისი ბედნიერება ახარებს; სულ ოთხი დღეა რაც დავრეგისტრირდით სოციალურ ქსელში და ჩვენი მოძებნა ძალიან ადვილია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ – გახდი თოვლის ბაბუა; ყველას, სულ მცირედითაც  კი შეუძლია დაეხმაროს მას, ვისაც ეს ძალიან სჭირდება და ახალ წელს არავისგან ელოდება საჩუქარს; 30 დეკემბერს, ჩვენ, ე.წ. ელფები თქვენთან ერთად ვივლით ქალაქის ქუჩებში და უსახლკარო ადამიანებს დავასაჩუქრებთ; ასევე ვაპირებთ იმ ადამიანების მონახულებას, რომლებიც არ იღებენ დახმარებას; ყოველ წუთს გვირეკავენ ადამიანები და გამოხატავენ დახმარების სურვილს; მსურველებს არ ვაწუხებთ, თავად მივდივართ და ვართმევთ საჩუქრებს; ასევე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 30 დეკემბერს შეგროვებული ნივთების დარიგების პროცესში ჩაერთოს; კეთილი იდეები დეკემბერში თავისით მოდის – გიჩნდება სურვილი, ადამიანებს, რომლებსაც სადღესასწაულო განწყობა არ აქვთ, გაახარო; კარგია, სახლში, ნაძვის ხესთან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში შემწეობას ითხოვენ” – ჟურნალისტმა თეკო ბაღაშვილმა “ფორტუნას” ეთერში ისაუბრა აქციის შესახებ “გახდი თოვლის ბაბუა”. თეკო და მისი მეგობრები ყველას ამ სიტყვებით მოუწოდებენ – “გახდი თოვლის ბაბუა, ნუ იქნები გრინჩი”