საქართველოს სამეფო სახლი ოფიციალური „ფეისბუქის“ საშუალებით დაბადების დღეს ულოცავს უფლისწულ დავითს.
გთავაზობთ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს:
„საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს, მ.ს.უ. ტახტის მემკვიდრე უფლისწულ დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს ვულოცავთ დაბადების დღეს!“
ბატონიშვილი უამრავ მილოცვას იღებს ამ პოსტის ქვევით:
„თავადი მხეიძეებისგან მიიღეთ ღრმა პატივისცემა და გულწრფელი მილოცვა, უფლისწულო“
„გილოცავთ, ბატონიშვილო, საუკეთესო სურვილებით… ბედნიერი წლები გიმრავლოთ უფალმა ოჯახთან და ჩვენს სამშობლოსთან ერთად“
„გილოცავთ თქვენო უმაღლესობავ იხარეთ და იბედნიერეთ, ღმერთი გფარავდეთ“