LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „მოქალაქეები“ PACE-ში „სოცდეკების და მწვანეების“ წევრი გახდა

52
მოქალაქეები

პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოში „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ავრცელებს.

იოსელიანის განცხადებით, საკითხს სტრასბურგში, ასამბლეის მიმდინარე სასესიო კვირაში ჯგუფის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. იოსელიანი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ჯგუფი ამჟამად სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უმრავლესობაშია, 165 მანდატით:

„ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენს პარტიას აქვს ძალიან კარგი ამბავი. პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა.

საკითხს, სტრასბურგში, ასამბლეის მიმდინარე სასესიო კვირაში ჯგუფის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. პოლიტიკური ჯგუფი ამჟამად სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უმრავლესობაშია, 165 მანდატით“ – აცხადებს ლევან იოსელიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები