აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებულ საავტომობილო ნომერს ყიდიან: მას MM აწერია და კალიფორნიის შტატშია რეგისტრირებული. გამყიდველის განცხადებით, ის ფასის დაკლებას არ აპირებს და ასეთი ნომერი Mercedes-Maybach-ის საფირმო სტილისთვის იდეალური დამატება იქნება. უნიკალურ ნომერს მფლობელი 24,3 მილიონ დოლარად აფასებს.
წინა ყველაზე ძვირადღირებული სანომრე ნიშანი მხოლოდ ერთი ციფრისგან – „1“ შედგებოდა და საუდის არაბეთში გამართულ აუქციონზე 14 მილიონ დოლარად გაიყიდა. „ლამაზი“ ნიშნის მფლობელი ადგილობრივი ბიზნესმენი გახდა. რაც შეეხება კალიფორნიულ ნომერს, წარმატებული ვაჭრობის შემთხვევაში მას წინა რეკორდის გაორმაგება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ძვირადღირებული ნომრის მყიდველი ამ დრომდე არ გამოჩენილა.