LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკვეთილში, ზღვის პირას მდებარე სასტუმრო „რეზოლუტი” დამსვენებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებას კონკურენტულ ფასად სთავაზობს

3924
287965813_1103160710553216_4968984322372452772_n

შეკვეთილში, ზღვის პირას მდებარე სასტუმრო „რეზოლუტი” დამსვენებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებას კონკურენტულ ფასად სთავაზობს.

მენეჯმენტის განცხადებით, საქმიანობის მთავარი მისიაა, მიაწოდოს შეკვეთილში ჩამოსულ სტუმრებს მაღალი ხარისხის მომსახურება და შეუქმნას დაუვიწყარი გამოცდილება კონკურენტულ ფასად, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და ამავდროულად, აამაღლებს ინდუსტრიის სტანდარტებს.

სასტუმრო “რეზოლუტი”-ს თანამედროვე დიზაინი და ექსტერიერი შესანიშნავად ერწყმის გარემოს და განსაკუთრებულ ესთეტიკურობას ანიჭებს ადგილობრივ ინფრასტრუქტურას.

“ჩვენი გუნდის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ შევქმნათ კომფორტული, სასიამოვნო გარემო ხელმისაწვდომ და მისაღებ ფასად. სასტუმრო „რეზოლუტი” გათვლილია ყველა კატეგორიის დამსვენებელზე. სტუმრებს შეეძლებათ წარმოუდგენელი სილამაზის ხედების ფონზე დასვენება და გარუჯვა,” – აცხადებენ კომპანიაში.

გარდა მაღალი დონის სტანდარტული ოთახებისა, “რეზოლუტში” განთავსებულია ლუქს ოთახებიც. “კომფორტული და ბედნიერი დასვენებისთვის აირჩიეთ სასტუმრო “რეზოლუტი”, რომელიც მდებარეობს შეკვეთილში ზღვის პირას”, – ამბობენ სასტუმროს მენეჯმენტში.

დეტალები სასტუმროს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები