წყალდიდობამ მანქანების კოლექცია გაანადგურა და ზარალი დაახლოებით 3 მილიონი დოლარია. ივნისის პირველ ნახევარში ფლორიდას შტატს შტორმები დაატყდა თავს, რამდენიმე დღის წინ კი სოციალურ ქსელებში მაიამის ერთ-ერთ ავტოფარეხში გადაღებული ვიდეო გავრცელდა. სტიქიამ მინიმუმ 10 ავტომობილი დატბორა, მათ შორის 5 ძალიან ძვირადღირებული სპორტქარი – Ferrari, Chevrolet Corvette, Mercedes-AMG GT, კაბრიოლეტი Plymouth Prowler და ორიც Rolls-Royce Cullinan-ის კროსოვერი.
როგორც კადრებში ჩანს, მხოლოდ თეთრი Rolls-Royce დაუჯდებოდა მეპატრონეს მილიონი დოლარი. ამდენივე ღირს 1000 ძალის სუპერჰიბრიდი SF90 sTradale.
არანაკლები ეღირება სხვა სპორტქარებიც. ასეა თუ ისე ახლა დათვლა სადაზღვევო კომპანიას მოუწევს. ჩაძირული მანქანების აღდგენა იაფი ნამდვილად არ ეღირება და დიდად საზრიანი გადაწყვეტილებაც არ იქნება.