LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ჩემპიონები გახდნენ: ქალები მიიღებენ 24 ათასს, კაცები 446 ათასს – საპრიზო თანხებში დიდი სხვაობაა

30
Capture

საფრანგეთის მამაკაცებისა და ქალ ფეხბურთელთა ნაკრების საპრიზო თანხები საგრძნობლად განსხვავებულია.

L’Équipe წერს, რომ ევრო 2022-ზე გამარჯვების შემთხვევაში, რომელიც ივლისში ინგლისში გაიმართება, თითოეული მოთამაშე 24 ათასს ევროს მიიღებს. თუ ნაკრები ¼ ფინალში გავა, მაშინ 13 ათასს.

ევრო 2022-ის გამარჯვებული გუნდის საერთო საპრიზო თანხა 2.08 მლნ ევროა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ისეთივე სქემით მოქმედებს, როგორც კაცების შემთხვევაში: საერთო საპრიზო თანხის 30% გადაეცემათ ფეხბურთელებს.

შედარებისთვის, ევრო 2020-ზე, როდესაც საფრანგეთის კაცების ნაკრები ¼ ფინალში გამოვარდა შვეიცარიასთან, თითომ 173 ათასი ევრო მიიღო.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საპრიზო თანხა გამარჯვებული გუნდისთვის 12 მლნ ევროა, ასე რომ, თითოეულ ჩემპიონს 446 ათასი ევრო ერგება.

ადრე ესპანეთში გაათანაბრეს ქალი და მამაკაცი ნაკრებების პირობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები