LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სია ყველაზე გრძელია, იმავდროულად ყველაზე უფრო მარტივი და ადვილად შესასრულებელი, დანარჩენი ორთან შედარებით – გიორგი ხელაშვილი

103
გიორგი ხელაშვილი

როდესაც გადავხედე სამივე ქვეყნის მოთხოვნებს, საქართველოს სია ყველაზე გრძელია, იმავდროულად საქართველოს სია არის ყველაზე უფრო მარტივი და ადვილად შესასრულებელი დანარჩენი ორთან შედარებით, – ასე აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილი ევროკომისიის დასკვნას.

„მაგალითად, რაც არის უკრაინის მიმართ წაყენებული, ეს არის კორუფციასთან ბრძოლა, ჩვენთან საუბარია ცალკეული ინსტიტუტის გაძლიერებაზე, მათთან საუბარია მთლიანად ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე.

იგივე მოლდოვასთან ნახეთ, სასამართლო რეფორმა სამივე ქვეყანას აქვს წაყენებული. შეხედეთ, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმა, ეს არის უზარმაზარი საკითხი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მათი პირობების სია გაცილებით მოკლეა, საქართველოს სია არის გაცილებით ადვილად შესასრულებელი, თუკი პოლიტიკური ნება იქნება როგორც მთავრობის ისე ოპოზიციის, რადგან ეს მოითხოვს ოპოზიციასთან თანამშრომლობასაც. ამიტომ ვიყავით ჩვენ ასე დარწმუნებულები, რომ საქართველოს კანდიდატობაზე უარს ვერ ეტყოდნენ, ვინაიდან პირობების ჩამონათვალის ზედაპირული წაკითხვაც მოწმობს, რომ საქართველო ბევრად უფრო ახლოსაა კანდიდატობასთან“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა “იმედის” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები