LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ სინამდვილეში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ – თამარ ტალიაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

129
ტალიაშვილითმარ

ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ოფიციალურად პირველად დაადასტურა. ნუ ჩავიკარგებით კონტექსტში, ჩვენ სინამდვილეში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას.

„ორი სიტყვით გულწრფელად გეტყვით ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე რას და როგორ ვფიქრობ.
არსებობს ასეთი ბრძნული გამონათქვამი, ხეების უკან ტყის დანახვა, ხოლო ტყეში ხეების გარჩევა უნდა შეგეძლოსო.

როცა მოვლენების შუაგულში ხარ, ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება გამოგეპაროს. ამის კომპენსირებას დრო ახდენს ხოლმე.

დრო რომ ჩაივლის, დარჩება ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ დღეს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ოფიციალურად პირველად დაადასტურა. ნუ ჩავიკარგებით კონტექსტში, ჩვენ სინამდვილეში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ! მშვიდობა და წინსვლა ჩვენს სამშობლოს“, – წერს თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები