უკრაინაში ხმამაღალი მუსიკა და ფოიერვერკები აიკრძალა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლა ჟირნოვმა გამოსცა ცალკეული ბრძანება დუმილის რეჟიმის დაცვის შესახებ, მათ შორის დედაქალაქში გართობის აკრძალვა პიროტექნიკის გამოყენებით, ხმამაღალი სიმღერა და მუსიკის გადაცემა ხმის აღჭურვილობის გამოყენებით.
დოკუმენტში წერია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის პირობებსა და სარაკეტო დარტყმის მოლოდინში, დუმილის რეჟიმის დარღვევა უარყოფითად აისახება კიევის მცხოვრებლების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.