სადიო მანემ მშობლიურ სოფელ ბამბალიში ვარსკვლავები მიიწვია და ადგილობრივების გულები გაახარა. მანემ ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის დაუძახა პაპის დემბა სისეს, ელ-ჰაჯი დიუფს, მბაიე დიანას და სხვა ფეხბურთელებს.
„დაბრუნება იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო! – დაწერა მანემ.
ასე გამოიყურებოა თავად მატჩი – უჩვეულოდ ტოპ ფეხბურთელებისთვის.
მანე ცნობილია მოკრძალებული ცხოვრებითა და ქველმოქმედებით: „ლივერპულში“ ნაშოვნი ფულით შეაკეთა მეჩეთი, სადაც მამამისი მუშაობდა (ოჯახი დღემდე ბამბალიში ცხოვრობს), დააფინანსა სკოლისა და საავადმყოფოს მშენებლობა.
მანეს სახლის ეზოში ჭა გააკეთეს, სადაც სოფლის მოსახლეობა მიდის წყლის შესავსებად, ამიტომ სახლის კარს არასოდეს კეტავენ. შესვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სადიო თავადაც რეგულარულად დადის სახლში – წელიწადში 2-3-ჯერ. საჩუქარებიც არასოდეს ავიწყდება.