ლისაბონის ახალ უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ ლუდი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის სასარგებლოა და სხვადასხვა დაავადებების გაჩენის რისკს ამცირებს. შესაბამისი კვლევა ჟურნალში Journal of Agriculture and Food Chemistry გამოქვეყნდა.
თუმცა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ უმჯობესია უალკოჰოლო ლუდი მიირთვათ, რამეთუ ალკოჰოლი მცირე დოზითაც კი ძალიან საზიანოა.
ლუდთან დაკავშირებულ ექსპერიმენტში 22 ზრდასრული მამაკაცი მონაწილეობდა და მათ ყოველდღიურად 330 მლ. ლუდს (ალკოჰოლიანსაც და უალკოჰოლოსაც) ასმევდნენ. კვლევის დროს სპეციალისტები ისეთ მაჩვენებლებს აკვირდებოდნენ, როგორიცაა – სხეულის მასის ინდექსი, გულის მდგომარეობის ბიოქიმიური მარკერები და მეტაბოლიზმი.
ჯანმრთელობის ზოგადი მაჩვენებლები არ გაუმჯობესებულა, თუმცა საბოლოო ჯამში კუჭის ფუნქციონირება უკეთესობისკენ შეიცვალა.
ასეთი შედეგის მიღება მხოლოდ უალკოჰოლო ლუდით შეძლეს, ალკოჰოლიანის შემთხვევაში კი დადებითი ცვლილებები არ შეუმჩნევიათ.