ქართველი სამოქალაქო აქტივისტი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაა დღეს უკრაინაში და იქ გატარებულ დღეებს იხსენებს:
„დიდ პატივისცემას გამოვხატავ ყველა იმ მებრძოლის მიმართ, ვინც დღესაც იქ იბრძვის და არ ჩერდება. კი მინდა, მათთან ერთად ვიყო, მაგრამ ჯერჯერობით ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ მაძლევს. ჯერ ისევ ვმკურნალობ, უნდა გამოვიდეს შხამი ორგანიზმიდან. გვერდითი მოვლენები, რაც მაქვს, გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა განეიტრალდეს და ამას დრო სჭირდება…“