ონლაინ-აუქციონზე GWS გასაყიდად გამოიტანეს მოტოციკლეტი Harley-Davidson Model K, 1955 წლის მოდელი. ეს ერთ-ერთია იმ ორ მოტოს შორის რომელიც ფილმი „მტირალას“ გადაღების დროს გამოიყენებოდა. მთავარ როლში ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი თამაშობდა და მოტოებს პირადად მართავდა. მოტოციკლეტის მფლობელმა მოდელი მინიმუმ 250 ათას დოლარად შეაფასა და საბოლოო ღირებულება ვაჭრობის პროცესში გამოჩნდება.
სინამდვილეში ფილმის გადაღების დროს მხოლოდ ერთ ნამდვილ მოტოციკლეტს იყენებდნენ, მეორე კი მხოლოდ მაკეტი იყო და გადაღებების დასრულების შემდეგ დაწვეს. რეალური მოტოციკლეტი კი გადამღები ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გამოისყიდა. 2 ათწლეულის განმავლობაში მოტოციკლეტის ბედზე არაფერი იყო ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტმა პირვანდელი სახე შეინარჩუნა, ხანგრძლივი დგომა მოდელის ტექნიკურ შესაძლებლობებზე ძალიან ცუდად აისახა. გამყიდველის განცხადებით, მართალია გარკვეული დეტალები შესაკეთებელია, თუმცა Harley გადაადგილებას ჯერ კიდევ შეძლებს.