მსახიობი ემბერ ჰერდი სკანდალური სასამართლო დავის წაგების შემდეგ პირველად ალაპარაკდა.
ჰერდის თქმით, ის ამ დრომდე შეყვარებულია ჯონი დეპზე.
ემბერმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ,,დღის შოუს” და სავანტა გუტრისთან თავის გრძნობებზე ისაუბრა.
ის უსამართლოს უწოდებს მოსამართლის განაჩენს და საუბრობს იმ სტრესზე, რომელიც 6-კვირიანმა სასამართლო პროცესმა მოუტანა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ისევ უყვარს თუ არა ყოფილი ქმარი, ჰერდი პასუხობს: ,,დიახ, დიახ, მე ისევ მიყვარს ის, არ მაქვს ცუდი განწყობა მის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მცემდა და მამცირებდა”.
ვიდეო: „დეპმა ნაფიცი მსაჯულები იდეალური თამაშით მოხიბლა“ – ემბერ ჰარდი დუმილს არღვევს