Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„აზოვი“ ცოცხალია… ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულთათვის, ყველა დანგრეული შენობისთვის, ყველა ქუჩისთვის“ – „აზოვის“ პოლკი განცხადებას ავრცელებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აზოვი“ ცოცხალია… ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულთათვის, ყველა დანგრეული შენობისთვის, ყველა ქუჩისთვის“ – „აზოვის“ პოლკი განცხადებას ავრცელებს

320
აზოვის პბატალიონი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი „აზოვი“, რომელმაც რუსეთის არმიასთან უთანასწორო ბრძოლებში დიდი დანაკარგი განიცადა, აცხადებს, რომ პოლკი ცოცხალია და პირობას დებს, რომ ოკუპანტებისგან ისევე გაათავისუფლებს ქალაქ მარიუპოლს, როგორც ეს 8 წლის წინ გააკეთა.

„აზოვი“ ცოცხალია… ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულთათვის, ყველა დანგრეული შენობისთვის, ყველა ქუჩისთვის. პუტინი ფიქრობს, რომ „აზოვი“ „აზოვსტალის“ ნანგრევების ქვეშ დარჩა, მაგრამ „აზოვი“ ახლა მთელი ქვეყანაა“, – ნათქვამია ქვედანაყოფის მიერ „ტელეგრამში“ გავრცელებულ შეტყობინებაში.

ცნობისთვის, 8 წლის წინ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლის ავანგარდში „აზოვი“ იყო, პრორუსული ძალებისგან გაათავისუფლეს ქალაქი მარიუპოლი, რომელსაც ამჟამად რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები