ციხისძირში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა – ინფორმაციას ამის შესახებ „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
51 წლის კაცი სხვადასხვა სახის მოტეხილობებით ბათუმის „რეფერალურ“ საავადმყოფოშია გადაყვანილი, 16 წლის გოგო კი ბინაზე გაეწერა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით ცალმხრივად იყო გადაკეტილი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.