პოპულარული გადაცემა “არიოლ ი რეშკა”-ს ლიეტუვური ანალოგი – “მეტამ მონეტა” მაყურებელს აჭარაში დასვენების შესაძლებლობებს გააცნობს.
გადაცემაში, რომელიც ლიეტუვის წამყვან ტელეარხზე ივლისის შუა რიცხვებში გავა, ცნობილი მსახიობები და ტელეწამყვანები ლიეტუველებს აჩვენებენ, თუ როგორ და სად შეიძლება აჭარაში როგორც მდიდრულად, ისე ბიუჯეტურად დასვენება.
პოპულარული გადაცემის გადამღები ჯგუფი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურისტული სექტორის მხარდაჭერით მოგზაურობს.