Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევები მწერების გამოყენებით, როგორც განსაკუთრებულად საშიშ ბიოლოგიურ აგენტებსა და ინფექციების გამავრცელებლებზე – ზახაროვა ამბობს, რომ ლუგარის საქმიანობა კითხვებს ბადებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევები მწერების გამოყენებით, როგორც განსაკუთრებულად საშიშ ბიოლოგიურ აგენტებსა და ინფექციების გამავრცელებლებზე – ზახაროვა ამბობს, რომ ლუგარის საქმიანობა კითხვებს ბადებს

181
ზახაროვა-ლუგარი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის საქმიანობასთან დაკავშირებით მოსკოვის შიშებზე საუბრობს და ვაშინგტონისგან სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის შესახებ პასუხს მოითხოვს.

ამის შესახებ ზახაროვამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა რუსეთის მხარე რაიმე ზომებს კონტროლის გასამკაცრებლად აშშ-ის საქმიანობაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში ბიოლაბორატორიებზე, ზახაროვამ უპასუხა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავენ მექანიზმების ამოქმედებას, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის მიხედვით, რომელიც სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებს ითვალისწინებს კონვენციის მონაწილე ქვეყნებთან დებულებების შესასრულებლად, ასევე თანამშრომლობაზე ნებისმიერი გამოძიების ჩასატარებლად კონვენციის ვალდებულებების შესაძლო დარღვევებზე.

კითხვაზე, არის თუ არა ცნობილი ყოფილ საბჭოთა კავშირის, რომელ ქვეყნებში აწარმოებს ბიოლოგიურ სამუშაოებს, ზახაროვამ განაცხადა, რომ არაერთხელ გამახვილდა ყურადღება საქართველოში საქმიანობაზე ლუგარის სახელობის ცენტრთან დაკავშირებით, სადაც, მისი განცხადებით, მუდმივად არის გაშლილი ამერიკა-საქართველოს სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო.

მისივე თქმით, ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევები მწერების გამოყენებით, როგორც განსაკუთრებულად საშიშ ბიოლოგიურ აგენტებსა და ინფექციების გამავრცელებლებზე.

„პოსტსაბჭოთა სივრცეში შესრულებულ სამუშაოებზე აშშ აშკარა მიზეზებით დუმილს ამჯობინებს და არ იძლევა ინფორმაციას ნდობის გაზრდის ფარგლებში.

იმის მტკიცება, რომ პენტაგონის და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების აქტივობა ფოკუსირებულია განსაკუთრებულად ჯანდაცვის საკითხებზე, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ცხადია, რომ ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა არ მოითხოვს ამერიკელი სამხედროების მონაწილეობას.

მეტიც, ამერიკის მხრიდან არაერთხელ გაკეთებული განმარტებები, რომ ამერიკა აგროვებს ბიომასალებს და აწარმოებს მონიტორინგს ეპიდვითარებაზე, მხოლოდ აძლიერებს და ამყარებს ჩვენ შეშფოთებას კონვენციის დაცვის კონტექსტში, მათ შორის, უკრაინაში აღმოჩენილი ფაქტების გათვალისწინებით. თავის მხრივ, რუსეთის საქმიანობა სამედიცინო-ბიოლოგიურ სფეროში ატარებს მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს და სრულად შეესაბამება კონვენციის მიხედვით აღებულ ვალდებულებებს“ , – განაცხადა ზახაროვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები