LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროცესს, ევროკომისიაში საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ, ხელისუფლება თავისი ქმედებებით კიდევ უფრო ამძიმებს: გიგი წერეთელი

68
წერეთელი გიგი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის მხარე აირჩია.

მისი განმარტებით, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ხელისუფლება ევროპარლამენტარებთან მუშაობდეს, პრაქტიკულად ცეცხლია გახსნილი და ეს კონფრონტაცია კიდევ უფრო ღრმავდება.

წერეთლის თქმით, პროცესს, ევროკომისიაში საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ, ხელისუფლება თავისი ქმედებებით კიდევ უფრო ამძიმებს.

„საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთთან ფრონატაციისა და დაპირისპირების ყველაზე ცუდი მიმართულება აირჩია, რაც მათ კიდევ ერთხელ აყენებს რუსულ ხაზზე, რადგან მათ დღეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი უპირისპირდება. იმის მაგივრად, ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება მუშაობდეს ევროკომისიასთან, მათ შორის ევროპარლამენტარებთან, პრაქტიკულად ცეცხლია გახსნილი და ეს კონფრონტაცია კიდევ უფრო ღრმავდება, რაც ვფიქრობ, პროცესისთვის, რისი შანსიც ჯერ კიდევ არის, რომ ევროკომისიაში საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და მისი პერსპექტივისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ, ხელისუფლება თავის ქმედებებით კიდევ უფრო ამძიმებს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები