ტელეწამყვანი და მსახიობი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ინფორმაციით „მთავარი არხის“ იუმორისტული შოუების დახურვას აპირებენ. ის მეგობრებს ამხნევებს და მიიჩნევს, რომ „ყველაფრის თავიდან დაწყებას შეძლებენ“.
ნიკა ქავთარაძე მსახიობებს მოუწოდებს „შექმნან ახალი ტელევიზია, რადიო, იუთუბ-არხი, გაზეთი, ჟურნალი და აკეთონ თავიანთი საყვარელი საქმე, რადგან ასიათასობით ადამიანს უყვარს ეს მსახიობები და წლებია ელოდებიან მათ გამოჩენას ეკრანზე“.
„20+ წელი რომ აკეთებ საქმეს.
ამ წლების განმავლობაში სულ უმაღლეს რეიტინგს წერ.
ამ წლების განმავლობაში, შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის საყვარელი ვარსკვლავი ხარ.
და უცებ ქვეყანაში იცვლება ხელისუფლება, რომელიც 10 წლის განმავლობაში უწყვეტად გებრძვის, გართმევს ტრიბუნას, გისპობს შემოსავლებს, ტროლ-ბოტების არმიით ცდილობს დისკრედიტაციას. გაიქცევი – მოგსდევს, უნდა ბოლომდე მოგსპოს.
შენც სადღაც გითავდება რესურსი და აგებ…
დღეს გავიგე, რომ მთავარის იუმორისტული პროექტები იხურება და ეს უნიჭიერესი ხალხიც უსამსახუროდ რჩება.
შეიძლება ინდივიდუალურად ყველა სადღაც წავიდეს, მაგრამ გუნდი ხომ აუცილებლად დაიშლება.
საშინლად უსამართლო ქვეყანა შემოგვაშენეს ბიძინებმა
Óttarr Lomtadze თამარ ლეკვეიშვილი Zorba Zorbadze Teimurazi Pataridze Tatia Suluashvili ყველას ვერც გთაგავთ – ყურები არ ჩამოყაროთ, გული არ გაიტეხოთ, ერთმანეთზე უარი არ თქვათ, იპოვნეთ საკუთარ თავებში ძალა, რომ საყვარელი საქმე აკეთოთ.
ზუსტად ვიცი, რომ ახლა ძალიან ნერვიულობთ – ოჯახები, ვალდებულებები, უამრავი მოსაგვარებელი პრობლემა გაყრიათ თავზე.
მაგრამ თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დაიწყოთ ნულიდან და სულ მალე სასწაულები შეძლოთ!
რა სიგიჟეა, რომ თქვენი პროფესიის ადამიანებს მტრები გყავთ, ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ ამ მტრების იმედების გასაცრუებლად!
შექმენით საკუთარი ტელევიზია, რადიო, იუთუბ-არხი, გაზეთი,ჟურნალი და აკეთეთ თქვენი საყვარელი საქმე. ასიათასობით ადამიანს უყვარხართ და წლებია ელოდებიან თქვენს გამოჩენას ეკრანზე, თქვენს ხუმრობებს, სიმღერებს, სკეტჩებს, გადაცემებს.
მეც გადამიტანია იგივე, არა ერთხელ, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ, თქვენ ხართ დიდი გუნდი, რომელმაც უამრავ რამეს გაუძელით.
ადრე თუ გვიან ეს ქვეყანა გახდება თავისუფალი, დემოკრატიული, ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანების დამფასებელი!
ხოდა, აბა თქვენ იცით, არც ერთი ნაბიჯი უკან! წინ და მხოლოდ წინ!
თქვენი მეგობარი და თანამოაზრე, გულშემატკივარი და მხარდამჭერი“, წერს ნიკა ქავთარაძე.