მაქსიმ გალკინმა „ინსტაგრამზე“ მორიგი მიმართვა გაავრცელა, სადაც ახსნა თავისი გამოსვლები კონცერტებზე. შოუმენი რუსი ხალხის დაცინვაში დაადანაშაულეს, რაზედაც გალკინს მწვავე რეაქცია ჰქონდა:
„28 წლიანი კარიერის მანძილზე არასოდეს, არასოდეს დამიცინია ჩემი ქვეყნისთვის. მე არ დავცინი რუსეთს, მე დავცინი ყალბ პროპაგანდისტებს და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და არა ქვეყანას, რომელიც მიყვარს. მე, როგორც იუმორისტს, მაქვს ამის უფლება. ამას ისევ ისე გავაკეთებ, როგორც ადრე“ – ამბობს გალკინი.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის კონცერტებზე გალკინმა ვლადიმერ სოლოვიოვსა და ოლგა სკაბეევას სკეტჩი მიუძღვნა.