LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ლუის უცნაურ ქცევაზე სამეფო ოჯახი განმარტებას აკეთებს – ბევრი ტკბილეული მიირთვა  და გადაირია

6587
lui

სამეფო ოჯახის წევრი, მაიკ ტინდალი, რომელიც დედოფალ ელისაბეთის შვილიშვილის, ზარა ტინდალის ვაჟია, ამბობს, რომ პრინც ლუის საქციელი ტკბილეულის ბრალია. ტინდალი აცხადებს, რომ სამეფო იუბილეზე ბავშვებს ტკბილეულის ჭამის უფლება მისცეს, რაც მათ მკაცრად ეზღუდებათ. მისი თქმით, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია პატარა ლუის წყობიდან გამოსვლა.

„ღონისძიება ხანგრძლივი იყო, ლუი ჯერ პატარაა და ადგილს ვერ პოულობდა, თან ბევრი ტკბილეული მიირთვა და გადაირია“ – ამბობს მაიკ ტინდალი.

ჟურნალისტებმა მაიკ ტინდალის ეს განცხადება სამეფო ოჯახის ოფიციალურ განცხადებად მიიღეს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პრინც ლუის ნევროლოგის დახმარება სჭირდება

დაუმორჩილებელი პრინცი ლუი დედას აბრაზებს – ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები