LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში ყველაზე იაფი პური გვაქვს“ – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

111
ipiccy_image (1)

საქართველოში შემოდის ყველაზე იაფი ფქვილი და შესაბამისად, ყველაზე იაფი პური გვაქვს, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს. ის აღნიშნულ საკითხზე სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა და თქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ფქვილის მარაგები არის და პურის წარმოებას ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება.

„სახელმწიფომ გააკეთა არჩევანი, როდესაც ყველაზე იაფი ფქვილის შემოტანის შესაძლებლობა მისცა ბიზნესს. საქართველოში შემოდის ყველაზე იაფი ფქვილი და შესაბამისად, გვაქვს ყველაზე იაფი პური. ამ თვალსაზრისით მარაგები არის არა ხორბალში, არამედ ფქვილში. სტაბილური მარაგები გვაქვს, მით უმეტეს, ამ პერიოდისთვის, როდესაც ახალი მოსავალი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში იწყებს მოსვლას. ამ თვალსაზრისით სრული სიმშვიდეა ქვეყანაში. შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, რომ პურის წარმოებას ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები