LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იანდექსი” თავის რუკაზე ქვეყნებს შორის საზღვრებს შლის

60
iandexi

რუსული კომპანია “იანდექსი” ონლაინ რუკებზე ქვეყნებს შორის საზღვრებს გააქრობს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, რუკები ფიზიკურ-გეოგრაფიული გახდება და მასზე აქცენტს გააკეთებენ ბუნებრივ ობიექტებზე და არა სახელმწიფოების საზღვრებზე.

“იანდექსის რუკა” უნივერსალური საქალაქო სერვისია, რომელიც ადამიანებს ეხმარება, მოძებნონ ორგანიზაციები და ახლომდებარე ადგილები, აირჩიონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დაგეგმონ მარშრუტები ავტომობილით გადაადგილებისთვის. ეს არის ძირითადი სცენარები, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები იყენებენ. უახლოეს მომავალში რუკა გახდება ფიზიკურ-გეორგრაფიული და აქცენტი გაკეთდება ბუნებრივ ობიექტებზე და არა ქვეყნების საზღვრებზე. ჩვენი ამოცანაა სამყაროს ჩვენება. ამიტომ, რუკებზე გამოჩნდება მთები, მდინარეები, პოლარული წრეები” – კომპანიის ეს პოზიცია პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები