LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრობლემა იმდენად მასშტაბური გახდა, რომ გასცდა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ჩარჩოებს და აუცილებლად უნდა გახდეს სახელმწიფოს განხილვის საგანი“ – ომბუდსმენი „ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

89
ლომჯარია ბორჯომში

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბორჯომში ჩავიდა და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ კუთვნილი ორი ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა.

სახალხო დამცველის ცნობით, შეხვედრაზე აქციის მონაწილეებმა კონტრაქტის პირობების გაუარესებაზე, ხელფასის შემცირებაზე, გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ისაუბრეს და სხვა საკითხებს შორის, სახალხო დამცველს მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც შესაძლოა სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებიც იკვეთებოდეს.

კერძოდ, აქციის მონაწილეთა განცხადებით, კომპანიამ კუთვნილი ხელფასი მხოლოდ იმ თანამშრომელთა ნაწილს მისცა, რომელთაც ხელი მოაწერეს შემოთავაზებულ კონტრაქტებს, ხოლო იმ პირებს, ვინც შრომის პირობების გაუარესებას არ დათანხმდა, კომპანია უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარს ეუბნება.

როგორც ომბუდსმენი ამბობს, გაფიცულები ასევე საუბრობენ, ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზეც.

სახალხო დამცველმა დასაქმებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა და სავარაუდო დისკრიმინაციული პრობლემების ეფექტურად შესწავლას დაჰპირდა.

„ამ კომპანიაში დასაქმება მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და უხელფასოდ ეს ადამიანები სრულიად უსახსროდ რჩებიან. ამასთან, ბევრ მათგანს ბანკის კრედიტის გადაუხდელობის გამო უსახლკაროდ დარჩენის საფრთხეც ემუქრება.

მართალია, დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მიმდინარეობს, პრობლემა იმდენად მასშტაბური გახდა – 400-მდე ადამიანს შეეხო, რომ გასცდა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ჩარჩოებს და აუცილებლად უნდა გახდეს სახელმწიფოს განხილვის საგანი. სახელმწიფოს მედიაციით უნდა გამოინახოს საუკეთესო გამოსავალი და ამ პროცესში ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული.“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

დაასაქმა თუ არა „IDS ბორჯომი საქართველომ“ უცხო ქვეყნის მოქალაქეები – კომპანია განმარტებას აკეთებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები