“ქართველ კოლეგებს ყოველთვის მივესალმებით”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში ვიზიტის დროს, 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საუბრის დროს განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 3+3-ის ფორმატის მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
ამასთან, სერგეი ლავროვმა და თურქეთის პრეზიდენტმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს 3+3 რეგიონული ფორმატის საქმიანობა, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება, ასევე სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზება აზერბაიჯანთან და თურქეთთან.
მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა, თავის მხრივ, ისაუბრა რუსეთისა და თურქეთის მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ, თუ როგორ უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა სამხრეთ კავკასიაში:
“თქვენ იცით, რომ თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და მათი მეზობლების – თურქეთის, რუსეთისა და ირანის მონაწილეობით. ჩვენ უკვე გავმართეთ პირველი შეხვედრა მოსკოვში. ქართველმა კოლეგებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ მათ ყოველთვის მივესალმებით”, – თქვა ლავროვმა.