LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაჩაღობა გორში – გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემია ორსული ქალი

174
Untitled design (1)

გორში მაღაზია დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქის ცენტრში დღეს, გამთენიისას მოხდა.

გავრცელებული ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ფულის სეიფი გაიტაცეს, შემთხვევის დროს კი მაღაზიის თანამშრომლებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის ნაცემია ორსული ქალი.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები