LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუმამ დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს აღარ შეასრულებს

65
Untitled design

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მორიგი კანონპროექტი დაამტკიცა – რუსეთში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შესახებ.

მიღებული ცვლილებების პაკეტის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) მიერ, 15 მარტის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არ აღსრულდება.

15 მარტი სწორედ ის თარიღია, როდესაც ევროსაბჭოდან რუსეთის გასვლის შესახებ განცხადების შეიტანეს.

კანონპროექტი რუსეთის დუმამ გუშინ მეორე და მესამე მიიღო.

ამავე ცვლილებების მიხედვით, კომპენსაციის გადახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, მხოლოდ მხოლოდ რუბლით და მხოლოდ რუსეთის ბანკების ანგარიშებზე განხორციელდება.

კანონი ასევე ადგენს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებები აღარ იქნება რუსეთის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვის საფუძველი.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გახდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი დასავლელი პოლიტიკოსების ხელში. მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას, ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს.

მაგალითად, ადრე სტრასბურგის სასამართლო მოითხოვდა რუსეთს ეღიარებინა ერთსქესიანთა ქორწინება და ბევრი ასეთი გადაწყვეტილება იყო ევროპული სასამართლოს მიერ. ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით”, – განაცხადა სახელმწიფო დუმის სპიკერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები