LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ სიმღერამ მუსიკალურ სამყაროში აღიარება მოიპოვა, ეს კი ავტორისთვის ყველაზე დასაფასებელი რამ არის“ – რატი დურგლიშვილი

428
img-0227-2020-06-17-11-41-24-404186-1024x683-2020-11-22_07-25-16_147724-1024x683

6 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ „მხიარული დილის“ სტუმარი მომღერალი რატი დურგლიშვილი გახლდათ, რომელმაც წარმატებულად ჩატარებულ საღამოზე და თავის საავტორო სიმღერაზე „მუსიკა იმედია“ ისაუბრა.

 რატი, ვიცი, რომ შენ და მაკა ზამბახიძეს ფანტასტიკური გამოსვლა გქონდათ გუშინ, საოცარ ბენდთან ერთად,

გუშინ ულამაზესი ადამიანების ქორწილი გახლდათ და ერთ-ერთი ძალიან ბედნიერი და დასამახსოვრებელი და საოცარი დღე იყო. ფანტასტიკური და ძალიან ნიჭიერი მუსიკოსების შემადგენლობით შეიკრა ბენდი „ერთი შანსი“ და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ნიჭიერ ადამიანებთან მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცა. საღამოს რამდენად გავართვით თავი, ეს უკვე საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.

მინდა შენს საავტორო სიმღერაზე „მუსიკა იმედია“ გკითხო. როგორ შეიქმნა ეს ნამუშევარი?

რეალურად, თაროზე შემოდებული სიმღერა იყო, მაგრამ მაკამ როგორც კი მოისმინა, თქვა, არ არსებობს, რომ არ გავაკეთოთ ეს სიმღერაო. ამ სიმღერამ მუსიკალურ სამყაროში აღიარება მოიპოვა, ეს კი ავტორისთვის ყველაზე დასაფასებელი რამ არის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, ყველას, ვისაც ეს სიმღერა მოსწონს. საზოგადოებაშიც ბევრმა ადამიანმა შეიყვარა, რაც ძალიან დასაფასებელია.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები