დედოფლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი განსაკუთრებულად სახალისო გამოდგა პრინცი ლუის საოცარი გარდასახვების გამო. პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის უმცროსი ვაჟი კონცერტის მსვლელობისას პრაქტიკულად არ გაჩერებულა. ის ჯერ ბაბუას, პრინც ჩარლზს ეჯდა კალთაში, მერე მამას და ბოლოს, ქეით მიდლტონს.
პაპარაცების ობიექტივში მოხვდა საოცრად სახალისო კადრები, როგორ ცდილობს ქეითი ლუის ყურადღების კონცენტრირებას, როცა პატარა მონარქი დედას აბრაზებს, მას ხელებს ურტყამს და სკამზე ცეკვას იწყებს.
პრინცი ლუის ახალი ფოტოები ყველა წამყვანი მედიის გარეკანზე მოხვდა
პრინცი ლუისი ბაღში მიდის – ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის უმცროსი ვაჟი სამი წლის გახდა