LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნატალი ჯგუფი“ პარიზში ესთეტიკის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს – „მალე ახალ აპარატებს ჩამოვიტანთ და დავნერგავთ ჩვენთან“

2327
კ

პარიზი ესთეტიკისა და მედიცინის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. საფრანგეთის დედაქალაქში თავი ამ სფეროში მოღვაწე უამრავმა კომპანიამ, კლინიკამ და მათმა წარმომადგენელმა მოიყარა. ისინი ერთმანეთს დარგში არსებულ სიახლეებს აცნობენ.

საქართველოდან ესთეტიკისა და მედიცინის საერთაშორისო გამოფენას პარიზში „ნატალი ჯგუფი“ ესწრება, რომლის დამფუძნებელმა ნატალია თოლორაიამ „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში იმ ინოვაციებზე ისაუბრა, რომლებიც მალე მის კლინიკაში დაინერგება.

როგორც ნატალია თოლორაია განმარტავს, პანდემიური 2 წლის გამო, მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე დასწრება ვერ ხერხდებოდა, ახლა კი „ნატალი ჯგუფი“ საკუთარ წარმომადგენლებთან ერთად, პარიზში იმყოფება.

„ჩვენ პანდემიამდეც მუდმივად ვესწრებოდით ხოლმე მსგავსი ტიპის ღონისძიებებს და ახლაც აქ ვართ. ასეთ გამოფენებზე ყოველთვის საჭირო და ინოვაციურ სიახლეებს ვეცნობით. ამჯერადაც, მაგალითად, ჩვენმა პარტნიორმა იტალიურმა კომპანიამ, რომლის წარმომადგენლებიც ვართ საქართველოში, წარმოადგინა სრულიად ახალი სხივები, სწრაფი და ძალიან უსაფრთხო, რომლებიც გამოიყენება ლაზერულ ტექნოლოგიებში და არამხოლოდ. აღსანიშნავია, რომ ეს იტალიური კომპანია არის ლიდერი როგორც ესთეტიკური მედიცინის და ასევე ქირურგიის მიმართულებით“, – აღნიშნა ნატალია თოლორაიამ.

მისივე ინფორმაციით, სხივის ხარისხი არის ძალიან მნიშვნელოვანი ლაზერული ეპილაციის გაკეთების დროს და ამას მომხმარებელმა ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს. „ლაზერული ეპილაცია უმნიშვნელო ამბად რომ მიაჩნიათ, თითქოს ყველგან შეგვიძლია მივიდეთ და გავიკეთოთ – ეს ასე არ არის. აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორი სხივით კეთდება ეს ეპილაცია და რამდენად უსაფრთხოა ის. ჩემთვის, „ნატალი ჯგუფის“ 26 წლიანი საქმიანობის მანძილზე, ყოველთვის ყველაფერზე ძვირფასი იყო უსაფრთხოება, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ლამაზად და ჯანმრთელად გამოვიყურებოდეთ“, – აღნიშნა „ნატალი ჯგუფის“ დამფუძნებელმა „ფორტუნას“ ეთერში.

მისივე განმარტებით, ლაზერის განახლებული აპარატები, რომლებიც პარიზის ესთეტიკისა და მედიცინის საერთაშორისო გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი, 3-4 თვის განმავლობაში ჩამოვა და დაინერგება „ნატალი ჯგუფშიც“.

ცნობისთვის, „ნატალი ჯგუფი“ გახლავთ სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში წამყვანი კომპანია საქართველოში. კომპანიის პირველი სილამაზის სალონი 1995 წელს გაიხსნა, დღეს კი ეს ჯგუფი აერთიანებს სილამაზის სალონების ქსელს, ესთეტიკური მედიცინის ცენტრს “ნატალი ანტი ეიჯ კლინიკას”, საზოგადოებრივ კოლეჯ Natali Academy-ს, სადისტრიბუციო კომპანიას და საკონსულტაციო ჯგუფ “სპაკონცეპტს”, რომლებიც მზად არიან საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება სპასა და სილამაზის სფეროში ნებისმიერ მსურველს გაუზიარონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები