LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან – არსებული ინფორმაციით, აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი დააკავეს

854
Untitled (2)

თბილისში ევროკავშირის ოფისთან, აქცია მიმდინარეობს ვითარება დაიძაბა.

აქციის მონაწილეებს გამოფენილი ჰქონდათ დიპლომატების ფოტოები შეურაცხმყოფელი წარწერებით, მათ ევროკავშირის დროშის დაწვა სცადეს, რასაც დაკავებები მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია სად გადაიყვანეს დაკავებულები.

“ფორტუნა” დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

ინფორმაცია პასუხის მიღებისთანავე განახლდება.

ადგილზე  ხმაური და დაპირისპირება გრძელდება, ტერიტორიაზე რჩებიან სამართალდამცველები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები