რუსებმა ოკუპირებულ ყირიმში „ანგლიციზმებთან“ საბრძოლველად ლექსიკონი შექმნეს.
როგორც მედია წერს, მანამდე ადგილობრივებს ყირიმის სკოლებში ინგლისური ენის შესწავლის გაუქმებაც შესთავაზეს.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ ინტენსიურ შეტევას დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მიმართულებით.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება.