LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

572
9a79ff2fb519fe741926da1bb3927878

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მოადგილემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მერიას წერილობით მიმართა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად, ლაშა ზარქუა ამბობს, რომ ის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას გრძნობს.

„იცით, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი თვის განმავლობაში ბიუჯეტი ვერ დამტკიცდა და მერიის შესაბამისი სამსახურებს უწევდათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა. ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც გამოიცა მთავრობის განკარგულება სოფლის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ. დადგენილებით გაწერილი ვადებში ჩვენ რეალურად მოვახდინეთ შეხვედრები, შეკრებები, პროექტებზე საუბარი და ა.შ. ტექნიკური მხარე, რაც ვადებში ვერ ჩაეტია, მიუხედავად იმისა, რომ ფული რაიონს არ დაუკარგავს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ყველა ის პროექტი განხორციელდება, რაც მოსახლეობამ დაგეგმა. მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ირიბად თუ პირდაპირ ვგრძნობ საკუთარ პასუხისმგებლობას ამის თაობაზე და გავაკეთე განცხადება გადადგომის შესახებ“, – განაცხადა ლაშა ზარქუამ.

რამდენიმე კვირის წინ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წალენჯიხაში ჩავარდნის საფრთხის ქვეშ იყო, რადგან მერიამ პროექტი საკრებულოს დაგვიანებით წარუდგინა. მოგვიანებით, პროგრამა აღდგა, თუმცა მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც პასუხისმგებელი პირი უნდა გამოეკვეთა.

ლაშა ზარქუა წალენჯიხის მერის მოადგილედ გასული წლის ნოემბერში დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები