LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგიერთი ევროპარლამენტარი იმას იმეორებს, რაც თითქოს, ლოგიკას არ ექვემდებარება. გამოდის, ევროპასთან მაშინ უფრო ახლოს ვიყავით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში წამებები დაადგინა – ვოლსკი

67
giorgi-volski1

ზოგიერთი ევროპარლამენტარი ზუსტად იმას იმეორებს, რაც თითქოს, ლოგიკას არ ექვემდებარება. გამოდის, რომ ევროპასთან მაშინ უფრო ახლოს ვიყავით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში წამებები დაადგინა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის “ ეთერში განაცხადა.

„საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიო გახდა კონტურები იმ ფორმატებისა და საერთოდ შექმნილი ვითარების. ბევრი კითხვა წამოიჭრა, თუმცა ბოლო პერიოდის მოვლენებმა ახლა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. აშკარაა რაც მოხდა და მოვლენების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ზუსტად იმას იმეორებს, რაც თითქოს, ლოგიკას არ ექვემდებარება. გამოდის, რომ ევროპასთან მაშინ უფრო ახლოს ვიყავით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში წამებები დაადგინა და დღეს ვიცით, რომ ასეთი ასამდე დადგენილებაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები