Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„თუკი ერთი ბავშვი მაინც მივა ბაღში, რომელსაც რესპირატორული ვირუსული ინფექცია აქვს, ის გამოყოფს ამ ვირუსს და გადაცემა ხდება მარტივად“ – მაია ჩხაიძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუკი ერთი ბავშვი მაინც მივა ბაღში, რომელსაც რესპირატორული ვირუსული ინფექცია აქვს, ის გამოყოფს ამ ვირუსს და გადაცემა ხდება მარტივად“ – მაია ჩხაიძე

168
maia-chxaidze

პედიატრმა მაია ჩხაიძემ ვრცლად ისაუბრა მნიშვნელოვან თემაზე, რატომ ხდება გაზაფხულის პერიოდში სეზონური ვირუსების აფეთქება:

„გაზაფხული ზოგადად ითვლება ალერგიის სეზონად. სეზონური ვირუსები ამ დროს უფრო ნაკლებად არის. ზაფხულის სეზონის დაწყებისას უკვე გვხვდება ვირუსები, რომლებიც მიდის დიარეით, ღებინებით, მაგრამ კორონავირუსული ინფექციის დიდი გავრცელების შედეგად, ომიკრონის შემთხვევების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ასპარეზზე გამოჩნდა სხვა ვირუსები. მთელ მსოფლიოში ძალიან გავრცელდა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტი, რომელიც უფრო ხშირად რესპირატორულ სინციტიალური ვირუსით არის განპირობებული. ამჟამად მისი სეზონურობა გახანგრძლივდა. ის უფრო მარტისა და აპრილის თვეში არის ხოლმე და შემოდგომაზე. იმ პერიოდში, როდესაც ომიკრონი ბობოქრობდა, მან სხვა ყველა ვირუსი გადაფარა. ძალიან ხშირი იყო ბავშვებში შემთხვევები, როდესაც მათ ორი ვირუსი ერთად ჰქონდათ.

ამჟამად გავრცელებულია ისევ რესპირატორული ვირუსები, რომლებიც მიმდინარეობს ჩვეულებრივად ზედა სასუნთქი გზების კლინიკური ნიშნებით. ეს არის რინორეა, ხველა და რაც მთავარია, მაღალი ცხელება, რომელიც შეუპოვარი ხდება ხოლმე და ამის გამო აკითხავენ მშობლები კლინიკებს ძირითადად. სიცხე ცუდად ემორჩილება დამწევს.

როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში კორონავირუსული ინფექცია არ იყო მარტივი ინფექცია, როგორც ზოგს ეგონა. ეს არ არის სახადი ინფექცია რასაც ჰქვია წითელა, წითურა და ა.შ. მან ყველა ადამიანს დაუტოვა პოსტკოვიდურ პერიოდში გარკვეული ჩივილები. ბავშვებში ეს ჩივილები არის დაქვეითებული იმუნიტეტი. როგორც კი გაიხსნა საბავშვო ბაღები, თუკი ერთი ბავშვი მაინც მივა ბაღში, რომელსაც რესპირატორული ვირუსული ინფექცია და ცხელება აქვს, ის გამოყოფს ამ ვირუსს, რასაკვირველია და გადაცემა ხდება მარტივად“ –  განაცხადა მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები