LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, საშუალო ბიზნესში თვიური ანაზღაურება 1700 ლარზე მაღალია – საქსტატი

123
fara_w_h

2022 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 673.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.2 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.8 პროცენტი ქალია, ხოლო 57.2 პროცენტი – კაცი, – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6 პროცენტი – მსხვილ ბიზნესზე, 20.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 37.0 პროცენტი მცირე ბიზნესზე მოდის.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 637.1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.7 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 889.9 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.7 პროცენტით მეტი).

2022 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 479.7 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 196.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა 1 186.8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 168.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 566.5 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 776.5 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 170.9 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები