LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოკუპანტები ხერსონში მარწყვს კრეფენ, შესრულებული სამუშაოსთვის კი უკრაინელებისგან საათში 50 გრივნას ითხოვენ” – სამხრეთის სარდლობა

250
Untitled design (2)

რუსი დამპყრობლები ხერსონის რაიონში მარწყვს კრეფენ.

ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის ოპერატიული სარდლობა” ავრცელებს.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსი სამხედროები, მარაგთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ადგილობრივებთან მიდიან და ცდილობენ, მარწყვის კრეფაზე “დასაქმდნენ”.

“ხერსონის რაიონში, რუსი სამხედროები, რომლებიც ლოჯისტიკისა და მარაგის ნაკლებობას განიცდიან, მოდიან ადგილობრივებთან და ცდილობენ, ადგილობრივებმა მარწყვის საკრეფად დაიქირაონ. ცნობილი “მსოფლიოს მეორე არმიის” ჯარისკაცები, მუშების მსგავსად, მზად არიან ჯგუფურად დააწყონ იარაღი და შეაგროვონ მარწყვი.

მომსახურებისთვის დამპყრობლები საათში 50 გრივნას (არა რუბლს) ითხოვენ.

ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ “დასაქმებულები ” ნორმალურად იქცევიან და კარგად მუშაობენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები